The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ჭყონია

გიორგი ჭყონია
დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა აკად. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამართლის ინსტიტუტი ბიზნეს-სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1992-1996წწ. - ბათუმის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების საჯარო საწარმოს N1 საწყობის მუშაკი; 1996-1999წწ. - ბათუმის მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების საჯარო საწარმოს ბაზის ინჟინერ-ექსპედიტორი; 1999-2004წწ. - შპს "აგროტექ-მომარაგების" ინჟინერ-ექსპედიტორი; 2004 წელს - შპს "საქართველოს რკინიგზა", სატვირთო გადაზიდვებეს სამსახურის პროექტებთან მუშაობის სამსახურის საკითხების წამყვანი ინჟინერი; 2004-2005წწ. - შპს "საქართველოს რკინიგზის სადგურ ბათუმის" უფროსი; 2005-2006წწ. - შპს "გზა", კომერციული დირექტორი; 2008-2010წწ. - შპს "გზა", კომერციული მენეჯერი; 2010-2014წწ. - შპს "ბათუმი ცენტრალი", დირექტორი; 2011-2024წწ. - შპს "გზა", ინვესტიციების მოზიდვისა და განვითარების მენეჯერი; 2012-2013წწ. - შპს "ფიგოილი", დირექტორი; 2021-2024წწ. - შპს "პანორამა ლისი", დირექტორი; 2022-2024წწ. - შპს "შალე კვირიკე", დირექტორი; 2023-2024წწ. - შპს "გონიო ლაქშერი რეზიდენსი", დირექტორი. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: დელეგატი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)

გააზიარე: