The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბონა მირაქიშვილი

ბონა მირაქიშვილი
Legal name:ბონავენტურ მირაქიშვილი
Other name:მირაქოვი
Date of birth:1885
Date of death:1984  (at 99 years)
Burial location:საფიჩხიის სასაფლაო, ქუთაისი
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1906 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა ქ. ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1911 წლიდან, ხარკოვშივე გაიარა რამდენიმე წლიანი სამკურნალო პრაქტიკა. 1914 წელს დაბრუნდა მშობლიურ ქუთაისში. დაიწყო აქტიური საქმიანობა ოტორინოლარინგოლოგის სპეციალობით ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ყველაზე დიდხანსიყო N1 პოლიკლინიკისა და რკინიგზის საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილებაში. 1948 წლიდან ტუმბსაწინააღმდეგო დისპანსერში დაინიშნა განყოფილების გამგედ და მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. ადრეულ პერიოდში ერთადერთი ოტორინოლარინგოლოგი ლიხის მთის აქეთ მთელს დასავლეთ საქართველოში. ის ბევრს კითხულობდა სპეციალურ ლიტერატურას, საკუთარი ხარჯით მიემგზავრებოდა რუსეთის წამყვან კლინიკებში სახელგანთქმულ პროფესორებთან სამუშაოდ, ეცნობოდა უახლეს მიღწევებს მედიცინაში. ბონავენტურ მირაქოვის, როგორც ქუთაისის ერთერთი კოლორიტის, სახე, უკვდავყო კინოსცენარისტმა რევაზ გაბრიაძემ ელდარ შენგელაიას ყველასათვის საყვარელ ფილმში - "არაჩვეულებრივი გამოფენა", საკუთარ საფლავზე სიცოცხლეშივე მზრუნველი აფთიაქარის, ბატონი ბონას სახით. ოტორინოლარინგოლოგი. ტუშკი მირაქიშვილის მამა.

წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.174-182


Share: