Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბონა მირაქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1906 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა ქ. ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1911 წლიდან, ხარკოვშივე გაიარა რამდენიმე წლიანი სამკურნალო პრაქტიკა. 1914 წელს დაბრუნდა მშობლიურ ქუთაისში. დაიწყო აქტიური საქმიანობა ოტორინოლარინგოლოგის სპეციალობით ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ყველაზე დიდხანსიყო N1 პოლიკლინიკისა და რკინიგზის საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილებაში. 1948 წლიდან ტუმბსაწინააღმდეგო დისპანსერში დაინიშნა განყოფილების გამგედ და მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. ადრეულ პერიოდში ერთადერთი ოტორინოლარინგოლოგი ლიხის მთის აქეთ მთელს დასავლეთ საქართველოში. ის ბევრს კითხულობდა სპეციალურ ლიტერატურას, საკუთარი ხარჯით მიემგზავრებოდა რუსეთის წამყვან კლინიკებში სახელგანთქმულ პროფესორებთან სამუშაოდ, ეცნობოდა უახლეს მიღწევებს მედიცინაში. ბონავენტურ მირაქოვის, როგორც ქუთაისის ერთერთი კოლორიტის, სახე, უკვდავყო კინოსცენარისტმა რევაზ გაბრიაძემ ელდარ შენგელაიას ყველასათვის საყვარელ ფილმში - "არაჩვეულებრივი გამოფენა", საკუთარ საფლავზე სიცოცხლეშივე მზრუნველი აფთიაქარის, ბატონი ბონას სახით. ოტორინოლარინგოლოგი. ტუშკი მირაქიშვილის მამა. წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.174-182
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |