შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა სიჭინავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. აქტიურად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. 1988 წლის სექტემბერში მონაწილეობდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაცვის მოთხოვნისათვის გამართულ დემონსტრაციაში, მონაწილეობდა აგრეთვე აჭარიდან სტიქიური უბედურების შედეგად ჯავახეთში გადასახლებულთათვის სახლების მშენებლობაში სოფელ კოთელიაში. ვაჟა სიჭინავა წარმატებით ასპარეზობდა საიალქნო სპორტში. იგი 1991 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს სახელით, იახტით "კოლხეთი" მონაწილეობდა ეგეოსის ზღვის რეგატაში. მან ამ შეჯიბრში, თავის მეგობრებთან ერთად, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, იბრძოდა წინა ხაზზე. იყო სწრაფი რეაგირების ჯგუფის "იუპიტერის" წევრი. დაიღუპა 1993 წლის 30 აპრილს, ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს. ვაჟა სიჭინავას სახელი მიენიჭა ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.378-379
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |