The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოსო სიჭინავა

სოსო სიჭინავა
Date of birth:2 January, 1961
Date of death:26 October, 1993  (at 32 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

სწავლობდა საბჭოთა კავშირის გმირის გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ლესელიძის სახელობის საქართველოს რესპუბლიკურ ოფიცერთა სპეციალიზებულ სკოლაში; დაამთავრა ბაქოს უმაღლესი სამხედრო მოტომსროლელთა სამეთაურო სასწავლებელი 1983 წელს.

1984-1986 წლეებში მსახურობდა ავღანეთში, ხოლო 1986-1991 წლებში სსრკ თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1992 წლის 25 დეკემბრიდან მსახურობდა სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს კონტრდაზვერვის ქვეგანყოფილების უფროსად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 1993 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში ერთ-ერთი ოპერაციის შესრულებისას იგი გმირულად დაიღუპა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები, მათ შორის სსრკ უმაღლესი საბჭოს სიგელი.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.379-380

Awards and Honors

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
  • მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის"
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

Share: