The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტუშკი მირაქიშვილი

ტუშკი მირაქიშვილი
ოფიციალური სახელი:ანტონ მირაქიშვილი
დაბადების თარიღი:1920
გარდაცვ. თარიღი:2015  (95 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1941 წელს.

1942 წლიდან დაიწყო მუშაობა თბილისში ოტორინოლარინგოლოგად გამოჩენილი სპეციალისტის ნიკოლოზ ასპისოვის კლინიკაში, სადაც წარმატებით ეწეოდა როგორც კლინიკურ, ისე პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1945-1950წწ. ასრულებდა კათედრის ასისტენტის მოვალეობას. 1951 წელს მიავლინეს წყალტუბოში, ხელმძღვანელობდა ოტოლარინგოლოგიური დახმარების ორგანიზაციას კურორტის სამკურნალო დაწესებულებებში. 1952 წელს დაბრუნდა თბილისში, რესპუბლიკის ცენტრალული კლინიკური სავადმყოფოს ოტორინოლარინგოლოგიურ კლინიკაში. 1950 წლიდან, პარალელურად იყო წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის კონსულტანტ-ლარინგოლოგი. 1962 წლიდან მუშაობა დაიწყო IV სამმართველოს საავადმყოფო-პოლიკლინიკაში ოტოლარიგოლოგიური განყოფილების გამგედ. აღნიშნული დაწესებულების რეორგანიზაციის შემდეგ საქმიანობა განაგრძო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრში (მაშინდელ "ლეჩკომბინატში"), სადაც მრავალი ათეული წელი გაატარა. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. ბონა მირაქიშვილის შვილი.

წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.183-190

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - თბილისის საპატიო მოქალაქე
    თბილისისათვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის
  • 1966 - საქართველოს დამსახურებული ექიმი

გააზიარე: