The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კოპალიანი

ნიკოლოზ კოპალიანი
სხვა სახელი:კოლია კოპალიანი
ნ. რახი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1915
გარდაცვ. თარიღი:7 აპრილი, 1944  (29 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცაგერი.

დაამთავრა ცაგერის პედაგოგიური ტექნიკუმი 1934 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი 1940 წელს.

ლექსების წერა 13-14 წლის ასაკიდან დაიწყო; 1929 წლიდან იმყოფებოდა პიონერულ და კომკავშირულ სამუშაოზე; ლექსებს აქვეყნებდა გაზეთ "ნორჩ ლენინელში", ჟურნალ "პიონერში", რესპუბლიკურ რადიოგადაცემებში, უფრო გვიან წლებში – რაიონულ გაზეთში, გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში", "კომუნისტში"; აქტიურად თანამშრომლობდა სატირულ ჟურნალ "ნიანგში" ფსევდონიმით "ნ. რახი", ჟურნალ "ჩვენს თაობაში"; 1934-1935წწ. დაინიშნა ცაგერის "საბავშვო სახლის" ხელმძღვანელად; 1940-1941წწ. ცაგერის საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; დაიღუპა პუშგორსკის ველზე (ფსკოვის ოლქი, რუსეთი).

წყარო: ისევ თქვენთან ვარ : ლექსები და ფრონტული წერილები / ნიკოლოზ კოპალიანი.-თბილისი, ქუთაისი.-1977.-გვ.3-5

ბიბლიოგრაფია

  • ისევ თქვენთან ვარ : ლექსები და ფრონტული წერილები] / ნიკოლოზ კოპალიანი ; წინასიტყვ. გ. ყურაშვილისა. საგამომცემლო ცნობები (ავტორი). - თბილისი ; ქუთაისი, საბჭ. საქართველო, 1977. - 67გვ.

გააზიარე: