Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მორდეხ მამისთვალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 1930-1933წწ. სწავლობდა თბილისაის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1938 წელს. 1930-1933წწ. საქართველოს მშრომელ ებრაელთა კულტურის სახლში ლიტერატურული და ისტორიულ-ეთნოგრაფიული სექციების ხელმძღვანელი; 1933-1951წწ. იყო საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი; 1933-1936წწ. მონაწილეობდა მუზეუმის მიერ ჩატარებულ 4 ეთნოგრაფიულ-კომპლექსურ ექსპედიციაში საქართველოს ებრაელთა კომპაქტური დასახლების პუნქტებში; 1937 წელს სვანური ენის შესწავლის მიზნით მიდის ზემოსვანეთში, სადაც ერთი წელი იმსახურა სოფელ მულახის სრული საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ და რუსული ენის მასწავლებლად; 1938-1939წწ. ქ. ძაუჯიყაუს (ორჯონიკიძის) ქართულ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად, ხოლო 1942-1943წწ. ი. ჭავჭავაძის სახელობის ლაგოდეხის ქართული საშუალო და სოფელ შრომის არასრული საშუალო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1938 წელს ჩაირიცხა ასპირანტად ქართული ენის კათედრაზე; აღსანიშნავია მ. მამისთვალიშვილის მონაწილეობა 1938 წელს მცხეთაში აღმოჩენილი ჩვენი წელთაღრიცხვის II—III ან IV—V საუკუნეებს მიკუთვნებული სამარხის ქვის წარწერის გარჩევა-წაკითხვაში; 1951-1953წწ. მუშობდა საქართველოს განათლების სამინისტროს პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის გამომცემლობაში კორექტორის თანამდებობაზე; 1953-1975წწ. ხორცისა და რძის მრეწველობის სამინისტროს ბიბლიოთეკაში (კორექტირებას უწევდა სამინისტროს დოკუმენტებს); 1975-1984წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ახალგაზრდულ კლუბში; სამჯერ ქონდა დისერტაციის დაცვის მცდელობა, მაგრამ სამჯერვე უარი ეთქვა: 1948 წელს, დისერტაციის თემა - "ზმნის რთული 14 პირიელი ფორმები ქართულში", ნაშრომში ქართული და ქართველური ენების (სვანური, ზანური) ისტორიული განვითარების ფონზე მრავალმხრივად განხილული იყო ზმნის პირიელი ფორმების ანუ მწკრივების საკითხი; მეორედ 1953 წელს, დისერტაციის გადამუშავებული ვარიანტი სათაურით -"მწკრივები ძველსა და ახალ ქართულში" და 1968 წელს, კვლავ დისერტაციის გადამუშავებული ვარიანტი სათაურით - "მოდალურნაწილაკიანი მწკრივები ქართულში"; შემდგომ სურდა ნაშრომის წიგნად გამოცემა, რაზედაც კვლავ უარი მიიღო, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1985 წელს დაიბეჭდა მ. მამისთვალიშვილის ვრცელი ნაშრომის რეზიუმე "მოდალურნაწილაკებიანი მწკრივები ქართულში", საქართველოს აკადემიის ენისა და ლიტერატურის სერია "მაცნეში" (N3, 1985); იგი საუკეთესო მცოდნე იყო იმ ებრაული საგალობლების, რომლებიც საქართველოს სალოცავებში საუკუნეების განმავლობამი ზეპირი გადმოცემით სრულდებოდა; ეს საგალობლები მან საკუთარი შესრულებით ჩააწერინა ცნობილ კომპოზიტორ იოსებ (სოსო) ბარდანაშვილს 1984 წლის ზაფხულში, ბათუმში, შემდგომი თაობებისათვის მათი შემონახვისა და აგრეთვე მის შემოქმედებაში მათი გამოყენების მიზნით. წყარო: მორდეხ მამისთვალიშვილი (მამისთვალოვი) : ცხოვრება და მოღვაწეობა / მოსე დანიელაშვილი.-თბ.,1996.-40გვ. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |