შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ სოლოღაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა უკრაინაში, დაბრუნების შემდეგ სწავლა განაგრძო კვების მრეწველობის ტექნიკუმში. მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის რიგებში. დაინიშნა სატანკო ბატალიონის კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსის თანაშემწედ. დაიღუპა 1993 წლის 9 ივლისს, ოჩამჩირის რაიონ სოფელ ტამიშთან ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.382 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |