The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია სულხანიშვილი

ზაქარია სულხანიშვილი
სხვა სახელი:ბაქარ სულხანიშვილი
დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1970
გარდაცვ. თარიღი:23 ივნისი, 1992  (21 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ გომბორის სასაფლაო, საგარეჯოს რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გომბორი, საგარეჯოს რაიონი.

სწავლობდა თბილისის ტოპოგრაფიის ტექნიკუმში, საიდანაც გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. 1990 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში. საგარეჯოს რაიონული განყოფილებიდან გადაიყვანეს თბილისის მთაწმინდის რაიონის განყოფილებაში, რიგითი პოლიციელი ზაქარია (ბაქარ) სულხანიშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მოვლინებულ იქნა საბრძოლო მოქმედებების ზონაში სამაჩაბლოში, სოფელ ნიქოზში 1992 წლის 10 ივნისს. დაიღუპა 1992 წლის 23 ივნისს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.384; შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge


გააზიარე: