შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გურგენიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი. რუსეთის საიმპერატორო ჯარის ოფიცერი, შტაბს–კაპიტანი, მსახურობდა ბაქოს 153–ე ფეხოსანთა პოლკში; მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის და პირველ მსოფლიო ომებში; 1905 წელს, რუსეთ–იაპონიის ომის შემდგომ გადაყვანილი იქნა ცარიცინის 146-ე ფეხოსანთა პოლკში; 1907 წელს სამხედრო განკარგულებით დაბრუნებული იქნა ბაქოს 153–ე ფეხოსანთა პოლკში; 1911 წელს მიანიჭეს შტაბს- კაპიტნის წოდება; პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე იბრძოდა ამ პოლკის შემადგენლობაში; 1915 წელს ფრონტზე დაიჭრა და კანტუზია მიიღო. საბრძოლო მამაცობისთვის დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით. გენერალ ივანე გურგენიძის ვაჟი. წყარო: შექმენი საკუთარი ისტორია: mematiane.ge; რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები: ria1914.info ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |