The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სულხან სულხანიშვილი

სულხან სულხანიშვილი
Other name:სუხია
Date of birth:5 December, 1965
Date of death:1992  (at 26 years)
Category:Military Person, Hero of Georgia

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი.

1985-1987 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. მან, როგორც სპორტის ოსტატობის კანდიდატმა სამთო-სათხილამურო სპორტში, საოლქო შტაბის დაცვის ბატალიონში მიიღო ლეიტენანტის წოდება. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. იყო აგრეთვე გუდაურში ჰელისკის (გაუკვალავ თოვლში სრიალის ერთ-ერთ სახეობა) ჯგუფების ინსტრუქტორი. იგი დიდ ყურადღებას აქცევდა სპორტს და სხვადასხვა შეჯიბრის მრავალგზის პრიზიორი იყო. სულხან  სულხანიშვილი 1992 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების აქტიური მონაწილე გახდა. იბრძოდა აფხაზეთში-ეშერასთან, სოხუმში. როგორც ათმეთაური იგი ყოველთვის პირველი იყო შეტევისას. ერთ-ერთ ბრძოლაში მდინარე გუმისთის ნაპირთან მას ფეხქვეშ ნაღმი აუფეთქდა, მაგრამ გადარჩა და კონტუზია მიიღო, მაინც გააგრძელა ბრძოლა. დაიღუპა "ეშერის ლაბორატორიის" მისადგომებთან ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთში. (გუდაურში მოყვარულთა შორის გიგანტურ სლალომში სულხან სულხანიშვილის სახელობის ტურნირი "სუხია" 1993 წლიდან იმართება).

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.386-387

Awards and Honors

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

Share: