The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ მეგრელაძე

ვახტანგ მეგრელაძე
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1926  (99 წლის)
გარდაცვ. თარიღი:22??
კატეგორია:პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი.

ცეკვას ბათუმის მე-18 სკოლაში ემელიან დოლიძის ხელმძღვანელობით სწავლობდა. 1938 წელს მეცადინეობა განაგრძო მახარაძის (ახ. ოზურგეთი) რაიონის კულტურის სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფიულ ჯგუფში და მალე წამყვანი სოლისტიც გახდა. 1959 წელს ამავე ანსამბლის ქორეოგრაფად დანიშნეს. დადგა ოცამდე ქართული და მოძმე რესპუბლიკების ხალხთა ცეკვები, მათ შორის გამორჩეული იყო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიციები; "ძველი და ახალი გურია", "მეგობრობა", " ხორუმი", "ფერხული-ფარცა", "ქალ-ვაჟთა მთიულური" და სხვა. როგორც სოლისტი-მოცეკვავე მონაწილეობდა მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და ახალგაზრდობის ფესტივალებზე (1946, 1951, 1957). მისი ანსამბლი წარმატებით გამოდიოდა რესპუბლიკურ და საკავშირო ფესტივალებზე, დიდ სახალხო დღესასწაულებზე, საზეიმო კონცერტებსა და კონკურსებზე. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა მახარაძის რაიონის ლაითურის, ნაგომარის, გურიანთის, შრომის სასოფლო ქალაქის I, II, III საშუალო სკოლებისა და სკოლა-ინტერნატების თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს.

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ. 92-93

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

გააზიარე: