Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ მეგრელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი. ცეკვას ბათუმის მე-18 სკოლაში ემელიან დოლიძის ხელმძღვანელობით სწავლობდა. 1938 წელს მეცადინეობა განაგრძო მახარაძის (ახ. ოზურგეთი) რაიონის კულტურის სახლთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფიულ ჯგუფში და მალე წამყვანი სოლისტიც გახდა. 1959 წელს ამავე ანსამბლის ქორეოგრაფად დანიშნეს. დადგა ოცამდე ქართული და მოძმე რესპუბლიკების ხალხთა ცეკვები, მათ შორის გამორჩეული იყო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული კომპოზიციები; "ძველი და ახალი გურია", "მეგობრობა", " ხორუმი", "ფერხული-ფარცა", "ქალ-ვაჟთა მთიულური" და სხვა. როგორც სოლისტი-მოცეკვავე მონაწილეობდა მშრომელთა მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და ახალგაზრდობის ფესტივალებზე (1946, 1951, 1957). მისი ანსამბლი წარმატებით გამოდიოდა რესპუბლიკურ და საკავშირო ფესტივალებზე, დიდ სახალხო დღესასწაულებზე, საზეიმო კონცერტებსა და კონკურსებზე. სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა მახარაძის რაიონის ლაითურის, ნაგომარის, გურიანთის, შრომის სასოფლო ქალაქის I, II, III საშუალო სკოლებისა და სკოლა-ინტერნატების თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ. 92-93 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |