The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვაჟა ბაღოშვილი

ვაჟა ბაღოშვილი
Date of birth:22 January, 1939
Date of death:January, 2022  (at 82 years)
Burial location:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა მოსკოვის N1 სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს; 1962-1964წწ. იქვე, ოტორინოლარინგოლოგიის კათედრაზე, გაიარა კლინიკური ორდინატურა.

დაიბადა ცნობილი კათოლიკე ექიმების ანტონ ბაღოშვილისა და სალომე ნაზარიშვილის ოჯახში. 1964-1966წწ.  მსახურობდა ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში. 1966-1969წწ. იყო ქ. მოსკოვის ჯანმრთელობის სამინისტროს ყელ-ყურ-ცხვირის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. ასპირანტურის დასრულებისთანავე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "ხორხისა და ტრაქეის აღდგენითი ქირურგიის პროცესები". 1969-1974წწ. იყო ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი. 1974-1976წწ. მუშაობდა ქ. კონაკრის (გვინეის რესპუბლიკა) გ. ა. ნასერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამედიცინო ფაკულტეტზე ლორ-კათედრის ხელმძღვანელად. ლექციებს კითხულობდა ფრანგულ ენაზე. გვინეაში მოღვაწეობის ორი წლის განმავლობაში 100-მდე ოპერაცია გააკეთა და აფრიკაში მრავალი მადლიერი პაციენტი დატოვა. 1976-1982წწ. ისევ მოსკოვის ყელ-ყურ-ცხვირის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკია. 1982 წლიდან ბრუნდება საქართველოში და 1987 წლამდე მუშაობს ქ. ბათუმის ონკოცენტრის ლორ-ონკოლოგად. 1987-1988წწ. იყო ქ. ოდგინის (კუბის რესპუბლიკა) ვ. ლენინის სახელობის ჰოსპიტლის ყელ-ყურცხვირის ექიმი, ასევე, დირექტორის მრჩეველი ლორ-საკითხებში. წარმატებით მოღვაწეობდა ლორ-ონკოლოგიაში და ლარინგოტრაქეა პლასტიკურ ქირურგიაში. ქ. ოდგინის ჰოსპიტალში 50-მდე ოპერაცია გააკეთა. 1987 წელს გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები მოსკოვში დახელოვნების ინსტიტუტში ონკოლოგიის მიმართულებით. ამავე წელს აჭარის ასსრ ჯანმრთელობის სამინისტროს საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის ონკო-ქირურგის წოდება ლორ-დაავადებათა განხრით. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ბათუმის მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტლის ლორ-ონკოლოგი. 1996-1999წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე და სამედიცინო-ეკოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც ხელმძღვანელობდა ოტორინოლარინგოლოგიის კათედრებს. იყო 45 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი (მათ შორის ოთხი ფრანგულ და ერთი ესპანურ ენებზე), ოთხი მეთოდური რეკომენდაციისა და ორი რაციონალური წინადადების ავტორი. მედიცინის დოქტორი.

წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.208-212

Awards and Honors

  • 2019 - საქართველოს მედიცინის დამსახურებული მოღვაწე
  • 2012 - საპატიო ბათუმელი

Share: