Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ არობელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1955 წელს; მოსკოვის სკკპ ცკ–სთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლის პრესის, რადიოსა და ტელევიზიის განყოფილება, ეკონომიკის განხრით 1964 წელს. მუშაობდა საქდესის რესპუბლიკური ინფორმაციის რედაქტორად; შემდეგ გაზ, "კომუნისტის" რედაქციაში, სადაც ჯერ ილუსტრაციის, შემდეგ კი მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგედ; მუშაობა კვლავ გაზეთ, "კომუნისტის" რედაქციაში განაგრძო; 1969-1977წწ. გადაიყვანეს საკავშირო გაზეთ "სოციალისტიჩესკაია ინდუსტრიას" საკუთარ კორესპონდენტად, ამიერკავკასიის სამ რესპუბლიკაში; შემდეგ იყო გაზეთების: "კომუნისტის" მრეწველობისა და ტრანსპორტის, "სოფლის ცხოვრების" პარტიული განყოფილების გამგე; აქვე დააწინაურეს ჯერ მთავარი რედაქტორის პირველ მოადგილედ, შემდეგ მთავარ რედაქტორად. მალე გაზეთ "საქმის" მთავარი რედაქტორის მოადგილე გახდა. 1992 წელს დააარსა და რედაქტორობდა გაზეთ,"ახალ ეკონომიკას". 1994-1996წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს პრესცენტრის უფროსი; შემდეგ მუშაობდა გაზეთების: "რეზონანსისა" და "თბილისის ფოსტის" მთარგმნელად; ნარკვევისათვის "სტუმრად მიხეილ შოლოხოვთან" მიანიჭეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირის პრემია; 1978 წელს სსრკ კვების მრეწველობის სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაჯილდოვდა მედლით "სოციალისტური შეჯიბრების წარჩინებული", საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირის პრემია. რედაქტორი, ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დოცენტი. წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.82 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |