The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა ასაბაშვილი

მამუკა ასაბაშვილი
სხვა სახელი:მაქსიმე ასაბაშვილი
დაბადების თარიღი:18 მაისი, 1967
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 1992  (25 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1991 წელს.

1986-1988 წლებში მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, დაბრუნდა მშობლიურ სოფელში, სადაც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ეკლესიის მშენებლობის საქმეში, იყო საზოგადოება "ბანძელის" წევრი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს მოხალისედ მსახურობდა ბატალიონ "ორბში", რომლის მებრძოლებმაც ვაჟკაცურად დაიცვეს 2 დეკემბრის შემოტევა სოფელ ტამიშთან. დაიღუპა 1992 წლის 3 დეკემბერს ტამიშის მისადგომებთან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. 

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.56


გააზიარე: