The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ნასყიდაშვილი

ნოდარ ნასყიდაშვილი
დაბადების თარიღი:20 აგვისტო, 1929  (95 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ცეკვა დაიწყო 1944 წელს შრომითი რეზერვების სამმართველოსთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ქორეოგრაფ მ. ბახტაძის ხელმძღვანელობით. 1944, 1945, 1948 და 1949 წლებში ანსამბლთან ერთად მონაწილეობდა მოსკოვში შრომითი რეზერვების მხატვრული თვითმოქმედების საკავშირო დათვალიერებებში. წარმატებით ასრულებდა "მთიულურსა" და "კინტოურს". 1950 წელს ქართული ხალხური ცეკვების შემსრულებლად ჩაირიცხა სოხუმის საესტრადო ანსამბლში ქორეოგრაფ ჯანო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით. 1953 წელს გადავიდა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში სსრკ სახალხო არტისტების ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ხელმძღვანელობით და 1971 წლამდე მოღვაწეობდა. 1953 წელს მოცეკვავემ ანსამბლთან ერთად მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა და ახალგაზრდობის IV ფესტივალში ბუქარესტში და ფესტივალის ლაურეატის საპატიო წოდებაც მოიპოვა. იგი ანსამბლთან ერთად გასტროლებით იმყოფებოდა სსრკ-ს ყველა რესპუბლიკასა და მსოფლიოს 51 ქვეყანაში. 1971 წლიდან არის თბილისის ქართული ხალხური ქორეოგრაფიის სახელმწიფო სკოლა-სტუდიის  მასწავლებელი და ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის პიონერთა სახლის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის ქორეოგრაფი. 

წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.96

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • მედალი "შრომითი წარმატებისთვის"
  • შრომის ვეტერანი

გააზიარე: