The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გ. მაისურაძე

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:გამომგონებელი, მუშა

ბიოგრაფია

გ. მაისურაძის პირველი რაციონალიზატორული წინადადება იყო ვაგონებზე აბრების ჩამოკიდების გამარტივება, 1928 წელს საწარმოო თათბირზე წარადგინა წინადადება ვაგონების აწევის მექანიზაციის შესახებ. შემუშავებული სისტემის მიხედვით გააკეთა დომკრატები და პირველი ვაგონი ასწია, რითაც  შრომა გაადვილდა. გ. მაისურაძის წინადადებისა და სისტემის თანახმად, წარმოებამ დიდი მოგება ნახა. გ. მაისურაძის გამოგონებამ ქარხანას წლიურად 50.000 მანეთის ეკონომია მოუტანა. ამის გამო, გ. მაისურაძე დააჯილდოეს და შრომის გმირის წოდება მიანიჭეს. მისი სტატია დაბეჭდილია გაზეთში "მუშა" (გ. მაისურაძე "ჩემი გამოგონება", 1934 წელი, 5 დეკემბერი, № 279).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.9


გააზიარე: