The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ლომიძე

ნინო ლომიძე
დაბადების თარიღი:23 ოქტომბერი, 1968  (56 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით 1993 წელს; ლ. ყანჩაველის სახ. საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა 2002 წელს.

2002-2013წწ. ლ. ყანჩაველის სახ. მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი, ენტომოლოგიისა და გამოყენებითი ზოოლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2013-2014წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტი, მთავარი სპეციალისტი; 2014-20016წწ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, გამწვანების საქალაქო სამსახური, მთავარი სპეციალისტი, განყოფილების უფროსი; 2015 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივრსიტეტში: 2015-2016წწ. აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 2016 წლიდან აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2018 წლიდან აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2021 წლიდან აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, პროფესორი; 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2015).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: