შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ დარსაველიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით 1992 წელს; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ასპირანტურა 1997 წელს; საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი დოქტურანტურა 2002 წელს. სწავლება და სტაჟირება გავლილი აქვს ლეიდას უნივერსიტეტში (ესპანეთი), კრენფილდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), პორტოს კათოლიკურ უნივერსიტეტში (პორტუგალია). 1997-2011წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტში: 1997-2003წწ. ს აგრონომიული ფაკულტეტი, მემცენარეობის კათედრის დოცენტი; 2003-2006წწ. აგრონომიული ფაკულტეტი, მემცენარეობის კათედრის პროფესორი; 2006-2011წწ. აგრონომიული ფაკულტეტი, აგროტექნოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2011-2012წწ. მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი, კვლევითი ცენტრი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში: 2012-2017წწ. აგრარული მეცნიერებები და ბიოსისტემების ინჟინერინგი, პროფესორი; 2012-2013წწ. ქიმიური ტექნოლოგია და მეტალურგია, მოწვეული სრული პროფესორი; 2017-2021წწ. აგრარული მეცნიერებები და ბიოსისტემების ინჟინერინგი, მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2021 წლიდან აგრარული მეცნიერებები და ბიოსისტემების ინჟინერინგი, პროფესორი. 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორების "მინდვრის კულტურების" დარგობრივი ჯგუფის წევრი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |