The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მაია აბრამიშვილი

მაია აბრამიშვილი
Date of birth:19??
Category:Lawyer, Journalist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1995 წელს; ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2000 წელს.  

1991-1993წწ. ჟურნალისტად მუშაობდა გაზეთებში: "თბილისი"; 1993-1996წწ. "7 დღე"; 1995 წლიდან არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აკრედიტირებული ჟურნალისტი; 1996-1998წწ. "Мзиури"-ს (მოსკოვის საქართველოს საელჩოს გაზეთი) საკუთარი კორესპონდენტი; 1998– 1999წწ. მუშაობდა "საქართველოს გაზეთში"; 1999-2000წწ. სტუდია "აუდიენციის" გადაცემა "დედაქალაქში"; 2002–2003წწ. "მთავარ გაზეთში"; 1996–2002წწ. პარალელურად მუშაობდა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წამყვან სპეციალისტად. იყო სოციოლოგიური კვლევითი ცენტრის "გორბის" პოლიტიკური ექსპერტი; მონაწილეობდა გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციის და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სემინარებში; გაზ. "მთავარი გაზეთის" პოლიტიკური განყოფილების ჟურნალისტი.

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.83


Share: