The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია ამირანაშვილი

ლია ამირანაშვილი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგის, ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებელის კვალიფიკაციით 1983 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1994 წელს.

1984-1994წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის მიკობაქტერიების ლაბორატორიაში: 1984 წელს ლაბორანტი; 1984-1989წწ. უფროსი ლაბორანტი; 1989-1994წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-2019წწ. სსიპ ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი მიკობაქტერიებისა და საფუვრების ბიოქიმიის ლაბორატორია, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2008წწ. მასმედიისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციების ინსტიტუტი. მაგისტრატურის განყოფილება, სამაგისტრო პროგრამების დირექტორი; 2008-2011წწ. მარკეტინგული და მედიაკომუნიკაციების ინსტიტუტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულება, მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი; 2016 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე: 2016-2017წწ. მოწვეული ასოცირებული პროფესორი; 2017-2021წწ. ასოცირებული პროფესორი; 2018-2021წწ. აგრარული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი; 2021 წლიდან სრული პროფესორი, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2008). 

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: