შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალიკო ტალახაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩიხა, შორაპნის მაზრა. სოფლის დაწყებითი სკოლის შემდეგ სწავლა გააგრძელა ჭიათურის საქალაქო სასწავლებელში. 1914 წელს გაიწვიეს არმიაში, სადაც 1917 წლამდე მსახურობდა. 1920-1921წწ. იყო დაღესტნის ასსრ საგანგებო კომიტეტის თავმჯდომარე. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, დაბრუნდა სამშობლოში, სადაც დაინიშნა სამხედრო - რევოლუციური ტრიბუნალის თავმჯდომარედ. 1921-1922წწ. სამხედრო-საზღვაო შტაბის კომისარია. 1922-1924წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა კომისრის მოადგილედ. 1926-1928წწ. იუსტიციის სახკომის მოადგილეა. 1926 წლიდან აღმოსავლეთ საქართველოს პროკურორია. 1928-1931წწ. იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 1936-1946წწ. საქართველოს სსრ პროკურორი. 1933-1936წწ. თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი. იყო სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის თეორიის კათედრის გამგე და საბჭოთა სამართლისა და საბჭოთა მშენებლობის ლექტორი საქართველოს კ.პ.(ბ) ცენტრალურ კომიტეტთან არსებულ რესპუბლიკურ ორწლიან პარტიულ სკოლაში. იყო საქართველოს სს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დიდი სამამულო ომის წლებში მუშაობდა რესპუბლიკის პროკურორად. იუსტიციის მე-2 კლასის სახელმწიფო მრჩეველი. წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge; საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ივერიელი: dspace.nplg.gov.ge; 1947 წლის 9 თებერვალს ყველანი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე : ხმა მიეცით ილარიონ ტალახაძეს : პლაკატი. - თბ.,1947. - 1გვ. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |