The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე კაჭარავა

ალექსანდრე კაჭარავა
დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:17 დეკემბერი, 1937  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საკაჭარავო, აბაშის რაიონი.

უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი გაენებებინა და სამუშაო ეძებნა ჯერ ფოთში, შემდეგ ქუთაისსა და ბოლოს ბაქოში, ნავთობის სარეწებში. 1915 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. სტავროპოლში აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ საქმიანობაში. 1921 წლიდან საქართველოშია და მუშაობს სხვადასხვა თანამდებობაზე. 1923-1926წწ. აღმოსავლეთ საქართველოს საოლქო სასამართლოს თავმჯდომარეა. 1926-1928წწ. მუშაობდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. 1928 წლიდან მიწათმოქმედების სახალხო კომისარია, შემდეგ "საქჩაის" ტრესტის მმართველი. 1936-1937წწ. კვების მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილე. დაიღუპა 1937 წელს ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიების შედეგად.

წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge; სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge


გააზიარე: