The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ასლანიკაშვილი

ლევან ასლანიკაშვილი
დაბადების თარიღი:17 მაისი, 1961
გარდაცვ. თარიღი:5 ოქტომბერი, 1992  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1979 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1980-1982 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1982 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა ადგილებში ელექტრიკოსად. 1988 წლიდან იყო სახალხო ფრონტის აქტიური წევრი. ეროვნული გვარდიის შექმნის შემდეგ, 1991 წლიდან, მსახურობდა 26-ე ბატალიონში ასმეთაურად. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, იყო მარნეულის ბატალიონის ასმეთაური და ეროვნული გვარდიის კაპიტანი. 1992 წლის 4 ოქტომბერს ქ. გაგრასთან დაიკარგა უგზო-უკვლოდ (სხვა ვერსიით 1992 წლის 5 ოქტომბერს დაიღუპა დაბა ლესელიძის დაცვის დროს)საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.57-58

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: