| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა აგლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1981 წელს. 1982 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სარედაქციო–საგამომცემლო საბჭოში. ამავე წლის ნოემბრიდან დღემდე არის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 1993 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; 1995–1996წწ. თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის კათედრის პროფესორი; 1996-2002წწ. იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პროფესორი; 1997-1999წწ. საქართველოს პრეზიდენტის პირველი სტიპენდიანტი. სამეცნიერო მუშაობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს წიგნები მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის ჟურნალისტიკისა და კრიტიკის ისტორიიდან. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996). წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.84 Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

