შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ რუხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კიევის (უკრაინა) კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით; შაქრის მრეწველობის საკავშირო კვლევით ინსტიტუტის ასპირანტურა 1990 წელს. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: შაქრის მრეწველობის საკავშირო კვლევით ინსტიტუტიში ხილის წვენების მიღებისა და დამუშავების ლაბორატორიაში ინჟინერ-ქიმიკოსის თანამდებობაზე; საქართველოს შაქრის კომბინატში, ცენტრალური ლაბორატორიის გამგედ, მთ. ტექნოლოგის მოადგილედ; "აგარა შუგარ კომპანი", მოადგილედ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ საკითხებში; შპს "სტალკერი", დირექტორი; 1996 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე პროფესორის თანამდებობაზე. მისი პროექტით აშენებულია ხუთი სპირტის ქარხანა, რეკონსტრუირებულია გურჯაანის ქარხანა, საკუთარი კონსტრუქციით აღდგენილი აქვს ოკამის ღვინის წარმოება, კონიაკის წარმოება ჟინვალში, ვაზიანში საკონიაკე ქარხანა. თეიმურაზ რუხაძე ასევე წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მისი პროექტით აშენებული ქარხანები ფუნქციონირებენ ნალჩიკში, არდუნში, მაიკოპში, უკრაინაში რეკონსტრუქცია გაუკეთა ორ ქარხანას. ის აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქარტელოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge; საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია: chemistry.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |