The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ რუხაძე

თეიმურაზ რუხაძე
Date of birth:February, 1959  (66 years)
Category:Scientist, Educator, Agricultural Worker, Technologist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კიევის (უკრაინა) კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით; შაქრის მრეწველობის საკავშირო კვლევით ინსტიტუტის ასპირანტურა 1990 წელს.

სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: შაქრის მრეწველობის საკავშირო კვლევით ინსტიტუტიში ხილის წვენების მიღებისა და დამუშავების ლაბორატორიაში ინჟინერ-ქიმიკოსის თანამდებობაზე; საქართველოს შაქრის კომბინატში, ცენტრალური ლაბორატორიის გამგედ, მთ. ტექნოლოგის მოადგილედ; "აგარა შუგარ კომპანი", მოადგილედ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ საკითხებში; შპს "სტალკერი", დირექტორი; 1996 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე პროფესორის თანამდებობაზე. მისი პროექტით აშენებულია ხუთი სპირტის ქარხანა, რეკონსტრუირებულია გურჯაანის ქარხანა, საკუთარი კონსტრუქციით აღდგენილი აქვს ოკამის ღვინის წარმოება, კონიაკის წარმოება ჟინვალში, ვაზიანში საკონიაკე ქარხანა. თეიმურაზ რუხაძე ასევე წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მისი პროექტით აშენებული ქარხანები ფუნქციონირებენ ნალჩიკში, არდუნში, მაიკოპში, უკრაინაში რეკონსტრუქცია გაუკეთა ორ ქარხანას. ის აქტიურად განაგრძობს მოღვაწეობას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქარტელოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.geსაქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია: chemistry.ge


Share: