შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე სანაია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით 2001 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2006 წელს. 2000-2008წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტრუქტურული კვლევების სახელმწიფო ცენტრი, მეცნიერ-თანამშრომელი; 2005-2010წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სენსორული ელექტრონიკისა და მასალათა სამეცნიერო ტექნოლოგიების ცენტრი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2008წწ. ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი, ნახევარგამტარული მასალების ლაბორატორია, მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2011წწ. სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი (სფტი), ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის ლაბორატორია, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2011 წლიდან სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი (სფტი), დირექტორის მოადგილე. 32 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |