შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ რაქვიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. 1934 წლიდან, გეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის მოცეკვავეთა ანსამბლის რიგებში ირიცხებოდა (ქორეოგრაფი ჯ. ბაგრატიონი). როგორც სოლისტი, 1937 წელს წარმატებით გამოვიდა მოსკოვში ფიზკულტურელთა საკავშირო აღლუმზე, შემდეგ კი სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში წამყვანი პარტიებით გამოდიოდა, განსაკუთრებული მოწონებით გამოირჩეოდა ცეკვები: "ინგუშური" და "კინტოური". მუშაობდა რესპუბლიკის ბავშვთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლისა და თბილისში ახლად გახსნილი პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ქორეოგრაფად, მისი მოსწავლეები იყვნენ შემდგომში ცნობილი მოცეკვავეები: ვახტანგ გუნაშვილი, რევაზ ხონელიძე, თეიმურაზ ციციშვილი, მიხეილ შუბაშიკელი, ზურაბ ხოფერია და სხვა. 1941-1945 წლებში იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში. 1946-1947 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის მოცეკვავეთა ანსამბლს, ხოლო 1947-1950 წლებში პუშკინის სახ. პედაგოგიური ინსტიტუტისა და სტუდენტთა ქალაქის მოცეკვავეთა ანსამბლს. 1950-1960 წლამდე მუშაობდა საქართველოს სარეწაო კოოპერაციის ცენტრალური კულტურის სახლის მთავარ ქორეოგრაფად. კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთან ერთად 1956-1958 წლებში საგასტროლოდ იმყოფებოდა უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ცეკავშირის მუშაკთა სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი წარმატებით გამოდიოდა რაიონულ, საქალაქო და რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე. იგი ავტორია მრავალი ორიგინალური ნაწარმოებებისა, მათ შორის აღსანიშნავია: "მევენახეთა საზეიმო", "სამგორული", "ყამირ მიწაზე", "ქალ-ვაჟთა სატრფიალო", "ყვარყვარე და ბარბარე", "თუ მომკლავ, ისევ შენ მომკლავ", "შრომა და ზეიმი მთაში" და ა.შ. რესპუბლიკური ოლიმპიადებისათვის მისი მომზადებულია ჭიათურის მაღაროელთა, გურჯაანის, თერჯოლის, წითელწყაროს, კაჭრეთისა და ახალციხის კულტურის სახლების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები. დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვთა ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში. რაქვიაშვილი მრავალჯერ დააჯილდოეს პირველი ხარისხის დიპლომებით, საპატიო სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. როგორც დიდი სამამულო ომის მონაწილე, რამდენიმე საბრძოლო მედლის კავალერია. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.102-103 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |