The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია გოგოლაძე

მაია გოგოლაძე
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1981  (44 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქიმიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით 2002 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქიმიის ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით 2004 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2008 წელს.

2007-2022წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, პ. მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი აგრარული ქიმიის ლაბორატორია, მეცნიერ–თანამშრომელი; 2008 წელს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, კოლექტიური ცენტრის ადმინისტრატორი; 2011-2013წწ. შპს კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა "პოლუსი", საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ქიმიის პედაგოგი; 2015-2017წწ. შპს "ბიოტეკსი", მეცნიერ–თანამშრომელი; 2017-2024წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, პროფესორი; 2023 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი აგრარული ქიმიის ლაბორატორი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. კვლევების საფუძველზე მიღებული შედეგები ასახულია 11 პატენტში, 83-მდე სამეცნიერო პუბლიკაციაში და 1 წიგნში. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო გრანტებში როგორც კოორდინატორს და ძირითად შემსრულებელს. ქიმიის აკადემიური დოქტორი (2008), პროფესორი (2017).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: