შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის საჯაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია (ახ. სენაკი). ქართული ხალხური ცეკვები ქუთაისის საბავშვო ქორეოგრაფიულ სტუდიაში გრ. ჩივაძის ხელმძღვანელობით შეისწავლა. იგი ნაყოფიერად მუშაობდა ქუთაისის სხვადასხვა თვითმოქმედ კოლექტივში. 1945 წელს მოსკოვში გამართულ თვითმოქმედი მხატვრული კოლექტივების საკავშირო დათვალიერებაზე პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. ქორეოგრაფად მუშაობდა ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკისა და საავტომობილო ქარხნის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში. საჯაია, დავით უშვერიძესთან ერთად იყო ქუთაისის ლენინური კომკავშირის სახ. ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი. უნგრელ მოცეკვავეთათვის მათ დადგეს ცეკვები: "ფერხული" და "სიმდი". ცეკვების დასადგმელად მიწვეული იყო ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრში, ეს ცეკვებია: " ხევისბერი გოჩა", "ირინეს ბედნიერება", "ოლეკო დუნდიჩი", თოჯინების სახელმწიფო თეატრში "მაისის ღამე". დიდი სამამულო ომის პერიოდში მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლეთა ძალებით ქუთაისში პირველად დაიდგა ზ. ფალიაშვილის ოპერა "დაისი". საჯაია იყო ამ ოპერის ქორეოგრაფი და წამყვანი მოცეკვავე. იგი სპორტის დამსახურებულ მოღვაწე თ. სანებლიძესთან ერთად სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის საშუალო სკოლების ფიზმომზადების ხელმძღვანელი. იგი თანაავტორი და რეჟისორი იყო თეატრალიზებული მასობრივ-სპორტული გამოსვლების. 1968 წლიდან საჯაია თბილისში გადავიდა სამუშაოდ და სათავეში ჩაუდგა საქართველოს პროფსაბჭოს მხატვრული თვითმოქმედების რესპუბლიკურ სახლს მთავარ ქორეოგრაფად. იყო ლენინის რაიონის სახალხო განათლების განყოფილების მეთოდისტ-კონსულტანტი ქორეოგრაფიის დარგში. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.108-109 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |