Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ლომიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლიჩი, საჩხერის რაიონი. დაამთავრა სოფლის დაწყებითი სკოლა 1911 წელს; ჭიათურის საშუალო სკოლა; ქუთაისის პედაგოგიური კურსები და მიიღო სახალხო მასწავლებლის წოდება 1919 წელს. 1917-1929წწ. იგი პედაგოგიურ, საბჭოთა და პარტიულ სამუშაოზეა, მუშაობდა დაწყებითი სკოლის პედაგოგად: 1920-1921წწ. საქართველოს მენშევიკური ხელისუფლების მიერ გაწვეული იყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1922 წლიდან მუშაობდა შორაპნის მაზრის პოლიტბიუროში; 1924 წელს დაინიშნა შორაპნის მაზრის პოლიტბიუროს უფროსად; 1925 წლიდან გადაყვანილ იქნა უფროს რწმუნებულად ქუთაისის საოლქო პოლიტბიუროში; 1925-1928 წლებში მუშაობდა ინფორმატორად გარე კახეთის საგანგებო კომისიის პუნქტში; 1929 წელს საქ.კ.პ.(ბ)ც.კ-ამ გაგზავნა სამუშაოდ საქართველოს ცენტრალურ საკონტროლო კომისიაში (მუშგლეხინში); 1938-1941წწ. უზენაესი სასამართლოს წევრია; 1941-1942წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის სამხედრო ტრიბუნალის თავმჯდომარე; 1942-1949წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სამხედრო პროკურორად; ორჯერ (1949-1951 წლებში და 1957-1959 წლებში) აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ; 1952-1953წწ. მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურორად; 1953 წლიდან იუსტიციის მინისტრის მოადგილეა; 1955 წლიდან იუსტიციის მინისტრი; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს III-IV მოწვევის დეპუტატი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და ხუთი მედლით. წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge; 1951 წლის 18 თებერვალს ყველანი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე : ხმა მიეცით მიხეილ ლომიძეს : პლაკატი. - თბ.,1951. - 1გვ.; 1955 წლის 27 თებერვალს ყველანი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე : ხმა მიეცით მიხეილ ლომიძეს : პლაკატი. - თბ.,1955. - 1გვ.; ხმა მიეცით მშრომელთა დეპუტატობის თბილისის ქალაქის საბჭოს დეპუტატობის ღირსეულ კანდიდატს. მიხეილ ყარამანის ძე ლომიძე.-თბ.,1939.-1გვ. Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |