შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ტატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მუხრანი, მცხეთის რაიონი. სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, ვეტერინარიის განხრით. შემდეგ გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, საიდანაც ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა 1982 წლის მაისში. მუშაობდა მუხრანის მეფრინველეობის ფაბრიკაში ელექტრომექანიკოსად. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს მოხალისედ ჩაეწერა ბატალიონ "თეთრ არწივში". იყო მეტყვიამფრქვევე. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, მონაწილეობდა კოდორის დაცვაში, მას შემდეგ ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.390
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |