Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ ბერეჟიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერი ქიმიკოსი-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1981 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1984 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დოქტურანტურა 2009 წელს. 1982 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1982 წელს ქიმიური ტექნოლოგიის პროცესებისა და აპარატების კათედრა, ლაბორანტი; 1985 წელს ქიმიური ტექნოლოგიის პროცესებისა და აპარატების კათედრა, უმცრ. მეცნ. თანამშრომელი; 1986-1990წწ. ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრა, მიწვეული ლექტორი; 2003-2016წწ. პროცესებისა და აპარატების კათედრა, მიწვეული ლექტორი; 2016-2021წწ. იზოტოპური ტექნოლოგიების ლაბორატორია, წამყვანი მკვლევარი; 2016-2024წწ. აგრარული და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, პროფესორი; 2024-2025 წწ. აგრარული და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი; 1985 წლიდან სტაბილური იზოტოპების სამეცნ.-კვლევითი ინსტიტუტი, ამჟამად - საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი, მართვის სისტემების განყოფილება, ხელმძღვანელი, მთავარი სპეციალისტი; 2002 წლიდან "Chemie Pharmacy Isotopes Georgia Ltd" ("სი-ფიაი ჯორჯია"), ავტომატიზაციის განყოფილება, ხელმძღვანელი; 2003-2005წწ. "Natex Georgia" (ქართულ-ამერიკული ფარმაცევტული კომპანია), ტექნოლოგიის სამსახური, მთავარი ტექნოლოგი; 2006-2007წწ. საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, თბოტექნიკური გაზომვების ლაბორატორია, სპეციალისტი-კონსულტანტი; 2007-2008წწ. კომპანია "ქართული ცემენტი" (Heidelberg Cement Group), მართვის სისტემების ინსტალაციის ჯგუფი, კონტრაქტორი - ჯგუფის ხელმძღვანელი; 2008-2011წწ. რუსთავის სასწავლო უნივერსიტეტი, სასწავლო პროგრამა, მიწვეული ლექტორი; 2010 წლიდან "Spectra Gases Georgia Ltd" ("სპექტრა გეზის ჯორჯია"), ავტომატიზაციის განყოფილება, ხელმძღვანელი; 2016-2021წწ. საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი, იზოტოპური ტექნოლოგიების ლაბორატორია, წამყვანი მკვლევარი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობაში გაწეული ღვაწლისთვის დაჯილლდოვდა უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - ოქროს მედალით (2022). 140 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორი (2009), პროფესორი (2016). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |