The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გუგუჩია

გიორგი გუგუჩია
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის სამართლის ფაკულტეტი, სპეციალობით ბიზნეს იურისტი.

1998-2000წწ. - საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური, იურიდიული სამსახური, იურიდიული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი; 2000-2002წწ. - ტრასეკას ქვეყნების მთავრობათაშორის კომისიის, საქართველოს ეროვნული მდივნის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში; 2004-2005წწ. - ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი, გამომძიებელი; 2005-2010წწ. - ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი; 2010-2012წწ. - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის ბიუროს უფროსი; 2012 წელს - სს "თელასის" ქსელის ენერგოზედამხედველობის განყოფილების უფროსი; 2013 წელს - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი; 2013-2014წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი), I მთავარი სამმართველოს I განყოფილების I სამსახურის უფროსი; 2014-2015წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი; 2015-2019წწ. - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი; 2019 წელს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2019-2021წწ. - შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის წყალმომარაგების დაცვის სამმართველოს უფროსი; 2021-2024წწ. სამეგრელო-ზემოსვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული. პოლიციის პოლკოვნიკი. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2024-2024)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2024-)
  • საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2024-)

გააზიარე: