The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფრიდონ ტყემალაძე

ფრიდონ ტყემალაძე
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1965
გარდაცვ. თარიღი:16 მარტი, 1993  (27 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აზანთა, გულრიფშის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის 45-ე პროფტექნიკური სასწავლებელი.

მუშაობდა №6 საამშენებლო ტრესტში. 1984-1986 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა ავღანეთში, ორჯერ დაიჭრა, ღირსეულად მოიხადა "ინტერნაციონალური" ვალი, რისთვისაც დაჯილდოვდა ქების სიგელითა და მედლებით. აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს იყო 23-ე მოტომექანიზებული ბრიგადის II ბატალიონის ოცეულის მეთაურის მოადგილე. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოდა სხვადასხვა პოზიციაზე. დაიღუპა 1993 წლის 16 მარტს, ერთ-ერთი საბრძოლო შეტაკების დროს. მაიორი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.397

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)

გააზიარე: