Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ ტყეშელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არჩეული, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი. აფხაზეთში მიმდინარე საომარი კონფლიქტის დროს, ლანჩხუთის სამხედრო კომისარიატის გაწვევით ჩაირიცხა ქუთაისის 21-ე ბრიგადაში. იბრძოდა სოხუმში. მიუხედავად ბრძოლის დროს მიღებული ტრავმისა, ფრონტის ხაზი არ მიუტოვებია. 1993 წლის 2 სექტემბრიდან ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. 2019 წლის მარტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მოხერხდა 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული თამაზ ტყეშელაშვილის ნეშტის იდენტიფიცირება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორ. მთლიანობისათვის აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 1-თბ.,1996.-გვ.398; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი: 1tv.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |