შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით უშვერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1926 წელს მონაწილეობს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე მოსკოვში, შესრულებული ცეკვებით "ქართული", "მთიულური" ჯილდო დაიმსახურა. მალე იგი მიიწვიეს მოსკოვში მოღვაწე ქორეოგრაფ ალ. თარხნიშვილის კავკასიურ ეთნოგრაფიულ ანსამბლში. 1928 წელს მოსკოვში პირველ საკავშირო ოლიმპიადაზე მაღალი შეფასება მიიღო. 1938 წელს ქუთაისში დაბრუნებულმა ჩამოაყალიბა ქორეოგრაფიული სტუდია. 1939 წელს საბჭოთა ესტრადის დეკადაზე უშვერიძის შემოქმედებას მაღალი შეფასება მიეცა. მის მიერ შესრულებულმა ცეკვებმა "მთიულური" და "ბაღდადური" დიდი აღიარება ჰპოვა. სამამულო ომის წლებში მოცეკვავემ ქუთაისში ჩამოაყალიბა ქართული ცეკვის ანსამბლი, რომელიც კონცერტებს მართავდა სამხედრო ნაწილებსა და ჰოსპიტლებში. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებული 1944 წლიდან მუშაობას იწყებს ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ქუთაისის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ქორეოგრაფად. 1945-1946 წლებში მიიწვიეს მოსკოვში ცეკვების დამდგმელ ქორეოგრაფად. 1962 წელს ქართული ხალხური ცეკვის ინდივიდუალურ შემსრულებელთა რერსპუბლიკურ კონკურსზე უშვერიძემ ცეკვა "მთიულურის" შესრულებისთვის პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა. 1963 წელს მოსკოვში საკავშირო დათვალიერებაზე ცეკვა "ხანჯლურისთვის" პირველი ხარისხის დიპლომითა და ოქროს მედლით დააჯილდოეს. 1964 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარებულ რესპუბლიკურ კონკურსში - ორი პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი. ნაყოფიერად მუშაობდა ქუთაისის მშენებელთა პროფკავშირის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, აბრეშუმის კომბინატის ცეკვის ანსამბლში, ქუთაისის საავტომობილი ქარხანაში და ა.შ. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.118-119 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |