The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ მაისურაძე

ვლადიმერ მაისურაძე
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1923
გარდაცვ. თარიღი:1986  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1945 წელს; 1947 წლიდან სწავლობს ასპირანტურაში, რომლის სრული კურსი დაამთავრა მოსკოვში.

მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1951 წელს მოსკოვში დაიცვა დისერტაცია იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის უნივერსიტეტში. 1962-1970წწ. იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ამ თანამდებობაზე იმუშავა 8 წელი. 1970 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ იუსტიციის მინისტრად. 1976-1986წწ. ხელმძღვანელობდა სახელმწიფო არბიტრაჟს და იყო საქართველოს მთავარი სახელმწიფო არბიტრი. ეწეოდა ფართო საზოგადოებრივ მოღვაწეობას, სხვადასხვა დროს არჩეჟლი იყო საქართველოს კომპარტიის ყრილობების დელეგატად, სარევიზიო კომისიის წევრად, უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.  დაჯილდოებულია მრავალი მედლით, საქართველოს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.geმაისურაძეთა გვარის მატიანე / ბადრი მაისურაძე. - თბილისი, 2023. გვ.184-185

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს დამსახურებული იურისტი
  • დიდი სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (ორი ორდენი)

გააზიარე: