The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ შამილაძე

თეიმურაზ შამილაძე
Date of birth:28 May, 1949  (75 years)
Category:Sailor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ახალშენი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის სანავიგაციო ფაკულტეტი ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1971 წელს; 1975 წლიდან კი დაუსწრებლად სწავლობდა ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო - საინჟინრო სასწავლებლის გემთწამყვან ფაკულტეტზე.

ზღვაში შრომითი საქმიანობა 1972 წელს საქართველოს საზღვაო სანაოსნოში დაიწყო, თავდაპირველად გემბანის რიგით მატროსად, 1974 წლიდან კი უკვე შტურმანად, შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა სანაოსნოს სხვადასხვა გემის ეკიპაჟში; 1982 წლიდან პროფესიულ საქმიანობას ნაპირზე, ბათუმის საზღვაო - სავაჭრო ნავსადგურში განაგრძობს და მომდევნო წლებში პორტის მცირე ფლოტილიის გემების კაპიტანი გახლდათ; 2015 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ "ანრი"-ში და საზღვაო-საწვრთნელ ცენტრ "ეკვატორში"; 2017-2021 წლებში იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი.

წყარო: პაატა ტაბაღუას ქართული საზღვაო საავტორო გვერდი: facebook.com

Awards and Honors

  • 2002 - ღირსების ორდენი

Share: