შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა ჩახავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. პროფესიული მოღვაწეობა დაიწყო 1936 წელს, სტუდიის წარმატებით დამთავრების მერე ფოთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში იწყებს მოღვაწეობას წამყვან მოცეკვავე-სოლისტად. მალე იგი ანსამბლის ქორეოგრაფად დააწინაურეს. ამავე პერიოდში ცეკვების დასადგმელად მიიწვიეს ცხაკაიას, გეგეჭკორის, აბაშისა და ოჩამჩირის სახელმწიფო ანსამბლებში. სამხედრო სამსახურის პერიოდში, იგი სათავეში ედგა ბათუმის ოფიცერთა სახლის წითელარმიელთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს, 1946 წელს ფოთში დაბრუნებული ქალაქის ქორეოგრაფიულ კულტურის სახლთან არსებული თვითმოქმედი ანსამბლის ხელმძღვანელი, ფოთის მუსიკალური და ქორეოგრაფიული, საზოგადოების ცეკვის ანსამბლისა და პიონერთა და მოსწავლეთა სახლის კოლექტივის უცვლელი ქორეოგრაფად დაინიშნა. 1963 წელს ტუაფსეში შავი ზღვის აუზის თვითმოქმედი ანსამბლის კოლექტივების დათვალიერებაზე შ. ჩახავას კოლექტივმა I ხარისხის დიპლომი დაიმსახურა, ხოლო მომდევნო წლებში ფასიანი საჩუქრები და I ხარისხის დიპლომი, 1968 წელს კი თბილისში ჩატარებულ მე-6 რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე I ხარისხის დიპლომი და ოქროს მედალი. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.-125-126 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |