The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლღა ხარაიშვილი

ოლღა ხარაიშვილი
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1956  (70 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით 1979 წელს; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა.

1981-2011წწ. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, მელიორაციის დეპარტამენტი, ლაბორანტი, უფროსი ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი, ასოცირებული პროფესორი; 2008-2014წწ. პოლიტექნიკურ ჰუმანიტარული ინსტიტუტი, ფაკულტეტის, პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი; 2014 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 2014-2021წწ. აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, მოწვეული მასწავლებელი, მოწვეული პროფესორი; 2021 წლიდან აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2022 წლიდან კოლეჯი "მოდუსი", პროგრამები: მეხილეობა და მებოსტნეობა, მასწავლებელი; 2022 წლიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, კოლხეთის საცდელ სამელიორაციო პუნქტი, უფროსი სპეციალისტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2023წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო ნავთობგაზსადენების ექსპლუატაციის ფაკულტეტი, უფროსი ინსპექტორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2014).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: