Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ჩივაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ხელმძღვანელობდა თბილისში ჩამოყალიბებულ ცეკვაში დახელოვნების სკოლას, რომელიც წითელი არმიის და რუსთაველის სახ. თეატრის სცენაზე მართავდა საანგარიშო კონცერტებს. 1924-1926 წლებში ჩივაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტად მუშაობს. 1927 წლიდან შეთავსებით მუშაობას იწყებს კ. ვოროშილოვის სახ. კლუბში (ამჟამ. ი. ჭავჭავაშის სახ. კლუბი). 30-იან წლებში იგი ქორეოგრაფად მუშაობდა აზერბაიჯანულ სახელმწიფო თეატრში, სადაც საინტერესო ცეკვები დადგა. ამავე დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს ფილარმონიის ცეკვის ანსამბლს, რომელიც წარმატებული გასტროლებით გამოდიოდა რესპუბლიკისა და საზღვარგარეთის ბევრ ქალაქში: მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ბაქოსა და დონბასში. 1956 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ძერჟინსკის სახ. კლუბში. მიღებული აქვს მრავალი სიგელი და მედალი. წყარო: ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.-129-130
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |