The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ გაბინაშვილი

მერაბ გაბინაშვილი
Date of birth:28 February, 1973  (52 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს.

1990-1995წწ. მუშაობდა ქ. თბილისის გლდანის რაიონის სასამართლოში თარჯიმნად; 1997-2000წწ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი; ამავე სამსახურის უფროსი გამომძიებელი; 2000-2005წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელად; შემდეგ უფროს გამომძიებელად; 2005-2006წწ. მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის თანამდებობაზე; 2006-2007წწ. იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007-2009წწ. იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში; 2009-2012წწ. იყო ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარე; 2012 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2017 წლიდან აღნიშნულ თანამდებობაზე განწესებული იყო უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;  2012-2017წწ. იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე; 2013-2017წწ. იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 2017-2019წწ. იყო თბილისის სააპელაციო  სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე; 2019 წლიდან იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე; 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2020 წლის 4 სექტემბრიდან 2023 წლის 4 სექტემბრამდე იყო საკვალიფიკაციო პალატის წევრი და თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge


Share: