The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ კაკაბაძე

ვლადიმერ კაკაბაძე
Date of birth:19 November, 1974  (50 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1996 წელს.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; საქართველოსა და საზღვარგარეთ გავლილი აქვს არაერთი სემინარი და ტრენინგი, როგორც სამოქალაქო ისე სართაშორისო და ევროპული სამართლის მიმართულებით; 2018 წლიდან არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელი, სამოქალაქო სამართლის მიმართულებით;
1997-1998წწ. მუშაობდა იურიდიული კომპანია "რჩეულიშვილი და კომპანიის" ადვოკატის თანაშემწედ; 1998-1999წწ. მუშაობდა "საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის" იურისტად; 1998-2006წწ. იყო რეგისტრირებული კავშირის "კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის" ადვოკატი; 2000 წელს მუშაობდა  წამების საწინააღმდეგო საქართველოს კომიტეტში იურიდიული კომიტეტის უფროსის თანამდებობაზე; 2006 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა პალატის სამდივნოს კონსულტანტის თანამდებობაზე; 2006 წელს იყო "საერთაშორისო ამინისტიის თბილისის საინიციატივო ჯგუფის" წევრი; 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ გამწესდა უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2006-2019წწ. იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2019 წლის ივლისიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე; 2021 წლის 3 ივნისიდან 2024 წლის 3 ივნისამდე იყო საკვალიფიკაციო პალატის წევრი.

წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge


Share: