შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეკატერინე გასიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1994 წელს; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ პროფესიათა და ხელოვნების ფაკულტეტი (მეორადი განყოფილება) ინგლისური ენის სპეციალობით 1993 წელს. იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი კერძო სამართლის მიმართულებით. 1993-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის შეწყალების საკითხთა განყოფილების იურისტი; 1993-1997წწ. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების საკითხთა კომისიის მდივანი; 1994-1996წწ. საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი; 1996-1997წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის შეწყალების საკითხთა განყოფილების სახელმწიფო მრჩეველი; 1997 წელს - საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის იურისტი; 1997-1998წწ. საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე; 1998-1999წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი; 1999 წელს იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 1999-2006წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი; 2009 -2013წწ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, ამავე კომისიის თავმჯდომარე, პირველი საპროცესო კოლეგიის თავმჯდომარე; 2012 წლიდან - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; 2012 წლიდან - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, 2011 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის პედაგოგი; 2012 -2014წწ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი; 2014 წლიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; 2006-2015წწ. სპს იურიდიული ფირმა - "გაბრიჩიძე და კომპანია" ადვოკატი სამოქალაქო სპეციალიზაციით; 2015 წლის 25 მარტიდან 12 ივნისამდე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მთავარი კონსულტანტი; 2015 წლის 12 ივნისიდან - საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი; 2015 წლის 15 ივნისიდან - სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე; 2017 წლის 8 მაისიდან 2020 წლის 8 მაისამდე იყო საკვალიფიკაციო პალატის წევრი; არის რამდენიმე პუბლიკაციისა და სტატიის ავტორი, წიგნის რედაქტორი და თანარედაქტორი. წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |