The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაკა დოლიძე

მაკა დოლიძე
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:მეცნიერი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1979 წელს; ასპირანტურა 1984 წელს.

სწავლის პარალელურად მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოკომიტეტში; 1979-1984წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტში" შტატგარეშე კორესპონდენტად; 1980 წლიდან ლექციებს კითხულობდა საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემიაში, სპორტული ჟურნალისტიკის კათედრაზე; 1984 წლიდან მუშაობდა ეროვნებათშორის ურთიერთობათა სამეცნიერო ცენტრში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, შემდეგ კი უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1989 წლიდან მუშაობს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ჟურნალისტიკის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1995 წლიდან ლექციებს კითხულობდა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში; საქართელოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიცისტური წერილი. 

წყარო: ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.104


გააზიარე: