Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ზამბახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია 1997 წელს. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სასწავლო პროგრამაში, მათ შორის, გავლილი აქვს ჰოსპიტაცია დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში (გერმანია). 1998 წელს - სს "საქართველოს ბანკის" საკრედიტო დეპარტამენტის პრობლემურ კრედიტებთან მუშაობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი. 1998-2003წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი. 2003-2005წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. 2005 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2005 -2007წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2007-2019წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2008 წლიდან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელი. 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლის 16 დეკემბრიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, თანაავტორი, რედაქტორი. საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის იურიდიული ჟურნალის "მართლმსაჯულება და კანონი" სარედაქციო საბჭოს წევრი. მისი სამეცნიერო ხელმძღვანელობით სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადდა და დაცულია ხუთი სადოქტორო დისერტაცია. სადისერტაცია თემა - "კომერციული ბანკების მიერ საკუთრების მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების სამართლებრივი პრობლემები", დაიცვა 2001 წელს, მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. წყარო: საქართველოს უზენაესი საქართველი: supremecourt.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |